„თქვენ შეგიძლიათ იყვიროთ: მშვიდობა, მშვიდობა! მაგრამ უკვე აღარ არსებობს მშვიდობა! ომი უკვე დაიწყო და მომდევნო გრიგალი, რომელიც ჩრდილოეთიდან დაუბერავს, ჩვენამდე მოაწვდენს იარაღის ხმას! ჩვენი ძმები უკვე ბრძოლის ველზე არიან!
ჩვენ რატომ ვსხედვართ აქ? აქ ყოფნაა პატივცემულ ჯენტლმენთა სურვილი? და რა დაგვრჩება ბოლოს? ნუთუ სიცოცხლე ისე ძვირფასია, ან მშვიდობა ისეთი ტკბილია, რომ ბორკილების და მონობის ფასად ვიყიდოთ?
ღმერთმა დაგვიფაროს! არ ვიცი, რა გზას აირჩევენ სხვები, მე კი ვაცხადებ: მიბოძეთ თავისუფლება, ან მომისაჯეთ სიკვდილი!“ – 1775 წლის 23 მარტს ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისა და ვირჯინიის გუბერნატორის – პატრიკ ჰენრის ეს ისტორიული სიტყვა ყველა დროში აქტუალურია.
რა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ვირჯინიის კონგრსესზე მისი მძაფრი გამოსვლა და როგორ წარიმართა მას შემდეგ მოვლენები?
სატელეფონო ჩართვა: მიხეილ ბარნოვი – ისტორიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: