„პანდემიამ და კარანტინმა ბევრი დრო გამომითავისუფლა. ცხოვრებაში პირველად ხელში ფუნჯი ავიღე და ყვავილები დავხატე. შედევრებს ვერ ვქმნი, მაგრამ რაც გამოვიდა, ჩემთვის დიდი მიღწევაა….ზოგადად მიზიდავს ცეცხლის მაგია. დამღლელი დღის ბოლოს მოდუნება არც ისე ადვილია. შევამჩნიე, რომ სანთლის შუქი ოთახში საოცრად მშვიდ და თბილ განათებას ქმნის. ერთ დღესაც ჩემი ორი გატაცება – სანთელი და ყვავილები ერთმანეთს დავუკავშირე და მათი მიქსი ულამაზესი გამოვიდა.
სატელეფონო ჩართვა: მეგი ებანოიძე – დეკორატიული ნაკეთობის – „ტაიოს კანდელის“ავტორი, პროფესიით კოსმეტოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: