#სახლისკენ - სტრასბურგის ტრამვაისთვის ქართული ანბანის ესკიზი ნიკა ღუნაშვილმა შექმნა
საქართველოსათვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების აღსანიშნავად, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში ქართული ასოებით გაფორმებული ტრამვაი ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს. ტრამვაის ვაგონებზე დატანილი, კიდურ-ყვავილოვანი კალიგრაფიით შესრულებული ქართული წარწერა 19 წლის რუსთაველ ბიჭს, ნიკა ღუნაშვილს ეკუთვნის. იმის შესახებ, თუ როდის დაინტერესდა ამ საქმიანობით და როგორ მოხვდა ეს ესკიზები სტრასბურგში, გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ნიკა ღუნაშვილი საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: