ფორუმი „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ მიზნად ისახავს, ანტიიმპერიალისტური გადმოსახედიდან გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოს რუკაზე. როგორი სახელმწიფო და საზოგადოება გვინდა რომ გვქონდეს? რა შედეგები მოჰყვა საქართველოს გადასვლას საბაზრო ეკონომიკაზე და მის ჩართვას ნეოლიბერალური გლობალიზაციის პროცესში? რა ხარვეზები აქვს დღევანდელ განვითარების პოლიტიკას? როგორ შევქმნათ ნეოკოლონიური ნარატივებისგან თავისუფალი სააზროვნო სივრცე?… ამ ყველაფრის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ Emc-ს დირექტორმა – თამთა მიქელაძემ ისაუბრა.