#სახლისკენ - სიმფონიური ორკესტრის პანდემიური პერიოდი
20:23, 07.12.2020
პანდემიის დაწყებისთანავე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ვირტუალურ კონცერტებს ყოველკვირეულად მართავდა და დღემდე არაერთი ღონისძიების ინიციატორი და აქტიური მონაწილე იყო. როგორ ისახება დღეს შექმნილი ვითარება მის საქმიანობასა და მუსიკოსებზე? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმეისტერმა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორმა, ფლეიტისტმაირაკლი ევსტაფიშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: