#სახლისკენ - შექსპირის „ქარიშხალი“ - გამოთხოვება თეატრის სამყაროსთან
შექსპირის ბოლო პიესა „ქარიშხალი“ „ყველას, ვინც მიუახლოვდება – რეჟისორი იქნება ეს, მკვლევარი, თუ მთარგმნელი, ქარიშხალივით დაიპყრობს, შეაშფოთებს, შეაძრწუნებს. ეს მრავალშრიანი და ენიგმატური ტექსტი ძნელად ექვემდებარება ანალიზს, ინტერპრეტირებას, თარგმანს. მანანა ანთაძემ, რომელიც სახელოვანი მთარგმნელი და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატია, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლო და ეს ჯადოსნური სამყარო ახალ ენობრივ წიაღში აამეტყველა, თან ისე, რომ დედნისადმი ერთგულება და ფორმისმიერი მშვენიერება ერთად შეკრა, რამაც თარგმანს ისეთივე ხიბლი და მომნუსხველობა მიანიჭა, როგორიც ორგინალს აქვს“ – წერს კრიტიკოსი მანანა გელაშვილი. მანანა ანთაძის ეს თარგმანი, რისთვისაც ახლახანს მას ჯემალ აჯიაშვილის პრემია მიენიჭა, ეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნას.
სატელეფონო ჩართვა: მანანა ანთაძე – მთარგმნელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: