ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებული ქართული თეატრალური ხელოვნების აღორძინება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ქართული თეატრი, რომელიც იმდროინდელი მსოფლიოს შემოქმედებითი პროცესების მხარდამხარ ვითარდებოდა; მთავლიტი – მთავარი ცენზორი და თეატრის მოღვაწეთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, მწერალთა კავშირი და სხვ. როგორც საბჭოთა ცენზურის ინსტრუმენტები; ქართული თეატრალური ცხოვრება და სიმბოლისტურ-ექსპრესიონისტული დრამა, რომელიც ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ გკიდევ რამდენიმე წლის მანძილზე განაგრძობდა განვითარებას მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპრესიულმა მანქანამ „ვერ მოიცალა“; მეტაფორის თეატრი, როგორც გამოსავალი ცენზურისათვის თვალის ასახვევად და მარჯანიშვილის მოდერნისტული თეატრი ეროვნული ფესვებით; 1924 წლის ანტიბილშევიკური აჯანყების მონაწილე რეჟისორი, რომელიც სანდრო ახმეტელის ბედს გაიზიარებდა, წითელი ტერორის წლებში ცოცხალი რომ ყოფილიყო; აჯანყების მონაწილე სახალხო არტისტები, რომლებიც ამას მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ მალავდნენ და სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციისთვის გამოყენებული ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები; ავანგარდისტი დრამატურგები და სიმბოლისტ-ექსპრესიონისტული პიესების ავტორობიდან კონიუნქტურულ მწერლობამდე და მთავლიტის მიერ 3 კატეგორიად დაყოფილი პიესები, რომლის თანახმადაც ანტიკური დრამატურგიის ნიმუშები არ იკრძალებოდა, მაგრამ არც მათი დადგმა ითვლებოდა მაინცდამაინც სასურველად; ტაბუდადებული დრამატურგი, რომლის სახელის ნაცვლადაც აფიშაზე ვაჟა-ფშაველა ეწერა და რეპრესირებული რეჟისორი, რომლის სახელი აფიშებიდანაც გააქრეს;
სტუმარი – ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: