ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსი მიზნად ისახავს 2014-2018 წლებში გამოქვეყნებული უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოვლენას. განსახილველად შემოვიდა 99 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი. მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
სტუმარი: ელა წიფურია – ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტის სრული პროფესორი.