ონლაინ სწავლების თანმხლები პრობლემები არამხოლოდ ბავშვებზე აისახება უარყოფითად, უფროსებსაც არანაკლებ ურთულებს ცხოვრებას, განსაკუთრებით უმცროსკლასელების მშობლებს. მით უფრო დიდი გამოწვევაა პირველკლასელებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ვირტუალურმა გაკვეთილებმა პატარების სკოლასთან დაკავშირებული მოლოდინები არ გაამართლოს და ეს გახდეს სერიოზული სტრესის, ან მომავალში სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი. ამ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება, ეპიდსიტუაციის გამწვავების მიუხედავად, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესისადმი ნაკლებად ცენტრალიზებული მიდგომით, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მზად იქნებოდა ესა თუ ის კონკრეტული სკოლა არსებული რეგულაციების დასაცავად და ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
სტუმარი: ნასტასია არაბული – რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. (სატელეფონო ჩართვაში)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: