ნიუ-იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა. სადაც გაიმართა შეხვედრა ქართველოლოგ პიტერ სკინერთან, რომელიც შესაბამისი მემორანდუმის შემდეგ საკუთარ უნიკალურ ბიბლიოთეკას გადმოსცემს საქართველოს. გარდა ამისა ქალაქ ალბანოში მოეწყო შეხვედრა ქართველი დისიდენტის და უფლებადამცველის ვალერი ჭალიძის მეუღლე – ლიზასთან! ჭალიძის უნიკალური არქივი მალე საქართველოში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.