#სახლისკენ - საქართველოს უდიები - 100 წლის ისტორია
#სახლისკენ - საქართველოს უდიები - 100 წლის ისტორია

ვისი შთამომავლები არიან საქართველოში მცხოვრები უდიები, სად ცხოვრობდნენ მათი წინაპრები და როდიდან გაჩნდა ქვეყანაში უდიების პირველი დასახლებები?

რომელ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რა ენაზე ლაპარაკობენ საქართველოში მცხოვრები უდიები და სად არის შემორჩენილი მათი დამწერლობის ნიმუშები?

რამ გამოიწვია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოსახლე უდიების მასობრივი მიგრაცია, რის შედეგადაც მათი ნაწილი 1922 წელს საქართველოში გადმოვიდა, როგორ ეხმარებოდა ქართული საზოგადოება უდიების თემს სოფლის შენებაში და რატომ დაერქვა კომპაქტური დასახლების ადგილს ზინობიანი (მაშინდელ თელავის მაზრაში)?

რას მოგვითხრობს იმჟამინდელი პრესა, ასევე საარქივო მასალები საქართველოში უდიების თემის ცხოვრების შესახებ და რით გამოირჩეოდა ახალაშენებული სოფელი რეგიონის სხვა, გაცილებით ძველი დასახლებებისგან?

რამ შეუწყო ხელი ახალჩამოსახლებული უდიების მარტივად ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და როგორ გაქართულდა საქართველოში მცხოვრები უდიების გვარები?

რა ბედი ეწია საქართველოს უდიების თემის პირველ ხელმძღვანელს და რატომ შეეცვალა სახელი სოფელ ზინობიანს და როდის დაიბრუნა დასახლებამ პირვანდელი სახელწოდება?

რატომ აღმოჩნდა უდიების ენა გაქრობის საფრთხის ქვეშ, როგორია ტრადიციები, რომლებიც იდენტობას უნარჩუნებენ თემს და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს საქართველოს უდიები?

სტუმარი – ალექსანდრე ქავთარაძე, ორგანიზაცია „საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: