საქართველოს რადიო იანვრიდან 12 ახალ პროექტს იწყებს. ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული სამეტაპიანი კონკურსი დასრულებულია. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 131 პროექტი და მომზადდა 41 საპილოტე გადაცემა. გამარჯვებული პროექტები მოიცავს საგანმანათლებლო, კულტურისა და მუსიკალურ მიმართულებებს. გადაცემას ‘სახლისკენ” ეწვია ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის “აკუსტიკა” პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი, რომელიც გახლავთ ამავე სახელწოდების, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სატელევიზიო პროექტის ასევე ხელმძღვანელი . „აკუსტიკა” მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ. პროექტი ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელის ინტერესებს ითვალისწინებს და, შესაბამისად, მრავალ ჟანრსა და მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ხალხური და ქალაქური ფოლკლორი, საესტრადო ჰიტები, თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, რომანსი, ჰიპ-ჰოპი, ჯაზი და როკმუსიკა. “აკუსტიკის” რადიოვერსიას სულ მალე FM102.4 -ზე საქართველოს რადიოს საშუალებით მოვისმენთ.
სტუმარი: გიორგი ასანიშვილი – პროექტის „აკუსტიკა“ პროდიუსერი