#სახლისკენ - თოვლის ბაბუის მოლოდინში
#სახლისკენ - თოვლის ბაბუის მოლოდინში

დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები ყოველდღიურად გაიმართება. მოეწყობა ჯადოსნური საახალწლო სოფელი, სადაც დამთვალიერებელს ახალი ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები და საშობაო ბაზრობა დახვდება, რაც ყველაზე მთავარია, ახალ წლამდე ზუსტად 3 დღით ადრე ანუ ამ საღამოს აქ თოვლის ბაბუას ელოდებიან, რომელიც უკვე გზაშია, გვპირდებიან, რომ სანახაობა ზღაპრული და შთამბეჭდავი იქნება. ახალი წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე გადაცემაში „სახლისკენ“ რეჟისორმა, ნიკოლოზ – ჰაინე-შველიძემ ისაუბრა.