#სახლისკენ - მუსიკოსების კოლაბორაცია
#სახლისკენ - მუსიკოსების კოლაბორაცია

თამთა ცხვიტავა უნიკალური შემსრულებელია. მისი ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმაც და საშემსრულებლო მანერაც ნამდვილი აღმოჩენაა მსმენელისათვის. მის სადებიუტო ალბომში შესულია სპეციალურად მისთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ქართული სიმღერები და რამდენიმე უცხოური სინგლის COVER-ი, რომლებსაც თამთა აბსოლუტურად განსხვავებული მანერით ასრულებს. ასეთივე ოსტატობით ასრულებს თავის საქმეს კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი.

სტუმრები: თამთა ცხვიტავა – მომღერალი, ჯუმბერ ამანათაშვილი – კომპოზიტორი.