#სახლისკენ - ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2018“ დასრულდა
#სახლისკენ - ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2018“ დასრულდა
საიუბილეო კონკურსში ჟიურიმ იმპროვიზაციულ ტურში მონაწილე 10 კონკურსანტიდან კახეთში დაწერილი თხზულებების ფონზე, 3 მათგანი გამოარჩია. მონაწილეებმა თავიანთი თხზულებები თემაზე – „დიპლომები არქივიდან“, ააგეს. დაჯილდოვდნენ სექტემბერში გამართული წინასაიუბილეო კონკურსის მონაწილეებიც. კონკურსანტებად აქ ყოფილი გამარჯვებულები და ჟიურის წევრები მოგვევლინენ. კონკურსის პირობების მიხედვით, ჟიურის წევრებს გამარჯვებულებისთვის უნდა შეეთავაზებინათ ის კონკრეტული თემა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში დაწერდნენ თხზულებას – მათ ამგვარ თემად „ოფლაინი“ შეარჩიეს. ანალოგიურად, გამარჯვებულებიც, თავის მხრივ, შეარჩევდნენ ჟიურის წევრების თემას და ეს თემა „ლაზარეთი“ იყო. წინასაიუბილეო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ჟიურიდან – ლევან გიგინეიშვილი, ხოლო გამარჯვებულებიდან – დათო გორგილაძე. სწორედ დათო გორგილაძე ესტუმრა გადაცემას „სახლისკენ“.