#სახლისკენ - საქართველოს დაუნის სინდრომის ასოცაცია უკრაინის დასახმარებლად
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოცაციის ყოველწლიური ფანდრაიზინგის კამპანია „წინდა მინდა“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების მიხედვით შექმნილი წინდების გაყიდვით სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხის შეგროვებას ემსაურება, წელს მიღებული შემოსავლის ნაწილს უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაურიცხავს.
როგორ გაჩნდა კამპანია „წინდა მინდა“ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის სხვა პროექტებისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს სტუმარი – საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: