#სახლისკენ - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისრაელის ქართული სათვისტომო „მამული“ ეხმიანება
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამული“ დაფუძნდა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მოახერხა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა ქალაქ ლოდში ქართული საკვირაო სკოლის დაარსება. ეს სკოლა არის ქართული კერა, ერთგვარი ხიდი ისრაელში მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და საქართველოს შორის. ასევე, ორგანიზაციისთვის აქტუალურია ის პრობლემები, რომლებიც ქართულ დიასპორას აწუხებს ისრაელში. გადაცემის სტუმარი, ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ ხელმძღვანელი, ექიმი ირაკლი კილაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე დაგეგმილ ღონისძიებებსა და ორგანიზაციის საქმიანობაზე საუბრობს.