17-25 სექტემბერს ესპანეთში ტარდება სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად საავტორო კინოს 200-250 ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს. წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილია. ფესტივალის ფარგლებშივე ტარდება ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 10 ქართველ პროდიუსერს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ საქმიანი შეხვედრები და დაგეგმონ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა. FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს ღონისძიება ხორციელდება სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით.
სატელეფონო ჩართვა სან-სებასტიანიდან: დავით ვაშაძე – კინოკომისიონერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: