18 ივნისს, 11:00 საათზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II გახსნის ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს. კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონფერენციის „საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II მიზანია თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენაა. გადაცემაში „სახლისკენ“ აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ქავთარიამ და ფილოლოგიის დოქტორმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან ტატიშვილმა.