უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს დოკუმენტურ პროექტს, რომლის მიზანია პირველი და მეორე მსოფლიო ომიდან გამოგზავნილი ქართველი ჯარისკაცების წერილების კოლექციის შექმნა.
ამ წერილებში კარგად ჩანს, თუ როგორ ხედავდნენ ომის მონაწილე ადამიანები საკუთარი პერსპექტივიდან სამყაროს, ომს, ოჯახს, სიყვარულს, ურთიერთობებს… რა ღირებულებებით აზროვნებდნენ ისინი, რა აწუხებდათ, რა აფიქრებდათ..
სტუმარი: მაია სიმონიშვილი – პროექტის ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის განყოფილების წევრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: