#სახლისკენ - სახელმძღვანელოების გრიფირება
#სახლისკენ - სახელმძღვანელოების გრიფირება

იქიდან გამომდინარე, რომ მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის. სწორედ ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გრიფირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგებისა და სამართლის სპეციალისტების გარდა, მშობლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარი ჩიქობავამ ისაუბრა.