ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“.
თსუ-ს გუნდები GRANDALA და STUDIO FIR ARTISTS საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებულები არიან;
GRANDALA საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სასწავლო ონლაინ პლატფორმების შექმნას გულისხმობს და ენის სწავლის მსურველებს, ასევე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დაკავშირებისა და პლატფორმებზე ატვირთული სასწავლო მასალების გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს;
მეორე გამარჯვებული ონლაინ პლატფორმა STUDIO FIR ARTISTS კი ხელოვან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავი და შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას.
სტუმარი: ირო ცაგარეიშვილი, თსუ ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
სატელეფონო ჩართვა: მარიამ ისპირიანი, Grandala-ს თანადამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: