საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) მიერ გამოცხადებული კონკურსი „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“, რომლის მიზანიც არის, ილუსტრაციებში ასახოს ის საფრთხე და ტკივილი, რაც რუსეთის აგრესიული, მტრული მოქმედებებით ადგება საქართველოს და კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე 1921 წლიდან დაწყებული, აწმყოში განუწყვეტლივ მიმდინარე მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით; ადვილად აღსაქმელი, ორიგინალური და ინფორმაციული ილუსტრაციები ოკუპაციის თემაზე, რომლებიც გვიამბობენ, რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში უწევს ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის საჭირო ინფორმაციის შესახებ საუბრობს გადაცემის სტუმარი – საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: