#სახლისკენ - რეზო ესაძის ფილმის „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა პირველ არხზე
რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს რეზო ესაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით პირველი არხის ეთერში 22:30 საათზე მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა გაიმართება. ფილმი რეჟისორმა ლაშა მინდიაშვილთან ერთად 2016 წელს გადაიღო. გარდა ამისა, 21 თებერვალს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება. სახვითი ხელოვნების მუზეუმში კი მისი პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია მოეწყობა.
სტუმრები: მინდია ესაძე – ოპერატორი, რეზო ესაძის შვილი, ლაშა მინდიაშვილი – რეჟისორი.