#სახლისკენ - რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მასალები უცხოელი მკვლევარების თვალით
- საქართველოს მწერალთა სახლი რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნამდე ამერიკის საელჩოსთან თანშრომლობით ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამა Writer-in-Residence-ს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები აშშ-ს თოისონის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოს დაგეგმარების დეპარტამენტის ევრაზიული და გლობალური საკითხების მკვლევარი ჯერემი თაში, მეოცე საუკუნის ისტორიის მკვლევარი, მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ერიკ ლი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, კულტურის საკითხების მკვლევარი მაია ჯაგი მწერალთა სახლს ეწვევიან და მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში იმუშავებენ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ქართველი მწერლების ისტორიებზე. რეპრესირებული მწერლების მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და მწერალთა სახლის გუნდის მიერ თავმოყრილ მასალებზე დაყრდნობით პროგრამის ავტორების მიერ შექმნილი ტექსტები და ნაშრომები გამოქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე დასავლურ პრესაში. ტექსტები განთავსდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სტუმარი – საქართველოს მწერალთა სახლის რეზიდენციის პროგრამის მენეჯერი, მთარგმნელი ხათუნა ცხადაია (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: