1937-1938 წლების წითელ ტეროროს არაერთი ქართველი მწერალი შეეწირა, მათ შორის ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი და სხვ. მაჩაბლის 13-ში მდებარე მწერალთა სახლი მათი ტრაგიკულ ისტორიებს აერთიანებს, ამიტომ მწერალთა სახლი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბთან“ თანამშრომლობითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნას გეგმავს. მუზეუმის კონცეფციასა და დიზაინზე იმუშავეს არტისტებმა, მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ. როგორ გაჩნდა მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის იდეა, რა კონცეფციას ეყრდნობიან იდეის ავტორები, რატომ გადაწყდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რა მიზანი აქვს მუზეუმის შექმნას და როდისთვის იგეგმება მისი გახსნა?
სტუმარი – მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: