რეოლოგია არის სისხლის დინების და დენადობის შემსწავლელი სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ზოგადად ვირუსების გადატანა ორგანიზმში ხდება მაკრო და მიკრო სისხლის მიმოქცევის მეშვეობით. აქედან გამომდინარე რეოლოგიურ მახასიათებლებს აკისრიათ განსაკუთრებული როლი კორონავირუსის შემთხვევაშიც – ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ ანალიტიკური სერვისების გამგემ, საერთაშორისო რეოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა მაკა მანწკავამ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: