#სახლისკენ - ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა
#სახლისკენ - ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

ევროპის ფონდი წლებია ახორციელებს ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდაში. ევროპის ფონდი ახალგაზრდული იდეის (Youth Bank) მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა. ახალგაზრდული იდეის კონცეფცია ეფუძნება დაშვებას, რომ ახალგაზრდების ჩართვა პროექტებში, რომელსაც თავად ქმნიან და რომლის განხორციელებასაც თავად უზრუნველყოფენ, საუკეთესო საშუალებაა მათ გასააქტიურებლად. შესაბამისად, გრანტის გაცემა არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსების ზედამხედველობის გარეშე, განახორციელონ ყველა აქტივობა. წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეის კომიტეტების მიერ 110-მდე კონკრეტული ინიციატივა ფინანსდება.

სტუმარი: მარიამ ქობალია – ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.