ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც მულტიპლიკაციური ფილმების რესტავრაციას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980-იანი წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისთვის მათი ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში. პროექტის მიზანია ქართული ანიმაციის შემოსანახად მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა, ხოლო დიდ ეკრანზე ჩვენებით – პოპულარიზაციის გაზრდა.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ხარებავა – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, კინორეჟისორი.