რამდენად მაღალია თბილისის ზღვაზე და ტბებზე საფრთხის შემცველი ზონები და როგორ უნდა დაიცვას თბილისის მოსახლეობამ უსაფრთხოება გართულებების თავიდან ასარიდებლად. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი რეკომენდაცია გაავრცელეს. გადაცემაში „სახლისკენ“ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ.