მცირე ექსკურსი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორიაში, სამუზეუმო კოლექციების მიმოხილვა და მუზეუმის მიმდინარე პროექტები; ნუმიზმატიკური კოლექცია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის, „მიუნცკაბინეტისთვის “ სპეციალური დიზაინით შექმნილი ვიტრინა; თანამედროვე სამუზეუმო განათება, მხატვრული ინსტალაცია და სპეციალური ოპტიკური ლინზა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მონეტის ორივე მხარის ახლოდან დათვალიერება; განსხვავებული მიდგომა სამუზეუმო ექსპოზიციების ორგანიზებისადმი, რომელიც პასიურ ვიზიტორს გამოფენის მონაწილედ აქცევს;
სტუმრები – გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი; თინა სოსანიძე, თამილა კოშორიძე -საექსპოზიციო განყოფილების კურატორი;
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: