სერიით – „ინტელექტი სკოლას“ გამოიცა მაკა ლდოკონენის წიგნი – „რა ვიკითხოთ ერთად“, რომელიც ქართველი და უცხოელი საბავშვო ავტორებისა თუ მათი წიგნების შესახებ დაწერილ წერილებს აერთიანებს.
მაკა ლდოკონენი არაორდინარული გაკვეთილების ჩატარების სქემებსაც გვთავაზობს; ანიმაციურსა თუ მხატვრულ ფილმებს თემატურად აკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებთან;
არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებებზე, ილუსტრაციის მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკის გაზომვის ორიგინალურ მეთოდზეც გვესაუბრება.
„რა ვიკითხოთ ერთად“ სხვადასხვა თაობის ადამიანის წიგნის გარშემო გაერთიანების ერთგვარი მცდელობაა. ხანდახან მაინც, ყველა ერთად თუ გამოვრთავთ მონიტორებს და საყვარელ მწერლებზე სასაუბროდ შევიკრიბებით, შესაძლოა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი;
ძალდაუტანებლად მივახვედროთ მოზარდები, რამდენ უპირატესობას კარგავენ, როდესაც საკუთარი ნებით ამბობენ უარს კითხვაზე.
სტუმარი: მაკა ლდოკონენი, პროზაიკოსი, საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: