აინრიჰ ბიოლის ფონდთან თბილისის საკრებულოს მიერ გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ბოლო წლებში, არაერთ ქუჩას მიენიჭა ქალების სახელები. სახელდების პროცესში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარება კი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა. დღეის მდგომარეობით, თბილისის საზღვრებში გვხვდება 117 ქალის სახელობის ქუჩა. წარმოდგენილ ბარათებში მოცემულია ხსენებული 117 ქალის ბიოგრაფიული მონაცემი, მათი სახელობის ქუჩების რუკაზე აღნიშვნით. ბარათების სახით წარმოდგენილია მხოლოდ იმ ქალთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა სახელებიც ქუჩებს აქვს მინიჭებული. ბარათებზე არ მოხვდა ერთი და იგივე პიროვნების სახელობის სხვა ობიექტი.
სტუმარი: თინათინ ნიბლოშვილი – თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე.