„არ ვიცოდი საით, ან რატომ მივდიოდი, რამდენი ხნით ან რა მომავლით. მხოლოდ ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი საზღვარგარეთ მიდიოდა და მე, როგორც მისი მეუღლე, ძალაუნებურად, თან უნდა გავყოლოდი.“ – ასე იხსენებს ქრისტინე (ბადუ) წულუკიძე-თოდუა 1921 წლის თებერვალ-მარტის დღეებს თავის მოგონებებში. იმის შესახებ, თუ ვინ იყო ქრისტინე თოდუა და რატომ გადაწყდა მისი მოგონებების წიგნად გამოცემა, გადაცემის სტუმარი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ქართულ-გერმანული მეხსიერების არქივის კოორდინატორი ანა მარგველაშვილი საუბრობს.