#სახლისკენ - ქართველი ვიზუალური არტისტის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე
ვიზუალური არტისტის, თედო რეხვიაშვილის ფერწერული ტილო სოთბის აუქციონზე გაიყიდება. გამოფენა, სახელწოდებით Take Home a Nude, ნიუ-იორკში ოქტომბერში გაიმართება. მხატვარმა მიწვევით წარადგინა თავის ბოლო ნამუშევარი, რომელზეც ამჟამად მუშაობს. დარჩა კიდევ ორი ფენა დეტალიზებისთვის. ნამუშევარს ჰქვია „სუიციდამდე“ და ზომებია 200 X 175. სოთბის აუქციონი წიგნების გამყიდველმა სემუელ ბეიკერმა ლონდონში, 1744 წელს დააარსა. 1955 წლიდან აუქციონის სახლის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს. იგი ამჟამად ფრანგ მედიამაგნატის, პატრიკ დრაის მფლობელობაშია. გადაცემას „სახლისკენ“ თავად მხატვარი, თედო რეხვიაშვილი ჩაერთო და აუქციონისა და საკუთარი შემოქმედების დეტალებზე ისაუბრა.