ქართველი მხატვარი მაია სირაძე 2001 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას აკრილის, აეროზოლის საღებავებით საკუთარი შერეული ტექნიკა აქვს შემუშავებული, აწყობს პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებს და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებსა და გალერეებთან.