„ერთ-ერთი მიზეზი, რამაც პროფესიის არჩევა განაპირობა, სწორედ იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, რომ „ღვინო კაცების საქმეა.“ ძალიან მომწონს ღვინის კულტურა, მაინტერესებს ამ სასმლის შესაქმნელი ურთულესი მიკრობიოლოგიური და ქიმიური პროცესები. სინამდვილეში ეს პროფესია ძალიან აზარტულია, რისკებიც არის, განუწყვეტელი ექსპერიმენტებიც, თუმცა ეს გამოწვევები ხდის ამ საქმეს საინტერესოს. პასუხისმგებლობის გრძნობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს..“
რა განსხვავებაა ქართულ და აფრიკულ ღვინოს შორის და როგორ შეიძლება აფრიკული გამოცდილების საქართველოში გამოყენება?
სატელეფონო ჩართვა: ანანო ვეკუა – მეღვინე-მევენახე; ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, კომპანია „ასკანელის“ მეღვინე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: