#სახლისკენ - ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა
მსოფლიოს საუკეთესო მხატვრის გამოსავლენ კონკურსში „American Art Awards“ მხატვრები 63 ქვეყნიდან 50 ნომინაციაში საუკეთესო მხატვრის ტიტულის მოსაპოვებლად მონაწილეობდნენ. ხელოვანთა ნამუშევრებს ამერიკის 25 საუკეთესო გალერეა და მუზეუმი აფასებდა. ქართველმა მხატვარმა და ტანსაცმლის დიზაინერმა ნატა სამქანაშვილმა „მინიმალიზმის“ ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო მხატვრის სტატუსი და პირველი ადგილი დაიმსახურა, მიმართულებაში – „იმპრესიონიზმი“ კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა. იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა მისი ნამუშევრები კონკურსზე და ვინ აცნობა მას ეს გამარჯვება, გადაცემის სტუმარი – ნატა სამქანაშვილი საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: