25 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართება კონსტანტინე კანდელაკის წიგნის „The Georgian question before the free world“ (პარიზი, 1953) ქართული თარგმანის პრეზენტაცია: „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“ (დადგენილებები – დოკუმენტები – სამხილები). ნაშრომისა და პრეზენტაციის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა – ქრისტინე ფაღავამ ისაუბრა.