#სახლისკენ - ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი მე-20 საუკუნის დასაწყისში
20:30, 08.02.2022
ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორია და ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვებში ასახული სოციალ-დემოკრატიული პარტიის მანიფესტის ძირითადი დებულებები; ქართული პოლიტიკური პარტიების გეოგრაფია, 1904 წელს ჟენევაში დაარსებული პირველი ანტიიმპერიული სოციალ-ფედერალისტების პარტია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე გაერთიანებების პირველი კოლაბორაციის მცდელობა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ; პირველი ქართველი ანარქისტები და ანტიიმპერიული მოძრაობის მხარდამჭერი ემიგრაცია; 1907 წლის ჰააგის კონფერენციის მონაწილეების მიერ რუსეთის იმპერიის წინააღდეგ შემუშავებული სარჩელი 1883 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების, პირობების დარღვევისათვის და გასული საუკუნის 90-იან წლებში ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი დოკუმენტი, რომელმაც ქართულ-რუსული ურთიერთობები იმ პერიოდის საერთაშორისო სამართლის მსჯელობის ობიექტად აქცია; ქართული პოლიტიკური პარტიები და გასული საუკუნის დასაწყისის მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
სტუმარი – ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი, თსუ-ის ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის გამგე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: