- როგორ გაჩნდა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტური მასალების ციფრულ არქივში თავმოყრის იდეა და როგორ ჩაერთო მის განხორციელებაში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია? როგორ იქმნებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისთვის დაგეგმილი პუბლიკაცია „ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918 – 1921“, რომლის პრეზენტაციაც პანდემით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეფერხდა? როდიდან იწყება ქართულ-გერმანული ურთიერთობები, და როდის გაჩნდა პირველი გერმანული დასახლებები საქართველოში და რას გვიყვებიან მათზე მკვლევარების მიერ სხვადასხვა გერმანულ არქივებში მოძიებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტური მასალები, რომლებიც პუბლიკაციაშია თავმოყრილი? როგორ აისახა გერმანული არქიტექტურის თავისებურებები თბილისის, ბოლნისის, ასურეთის და სხვა დასახლებების იერ-სახეზე, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ?
სტუმრები – საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კულტურის განყოფილების ასისტენტი თამთა გოჩიტაშვილი და პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ანა მარგველაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: