#სახლისკენ - ქართულ-აფზახური ურთიერთობის ნიუანსების ახსნა მთავრის ქალიშვილის ავტობიოგრაფიული მონათხრობით
ბაბო შარვაშიძე (დაბ. 1859 წელს, სოფელ ლიხნიში) უშთამომავლოდ, უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში და თავისი მოგონებების წიგნი სახსოვარივით დაუტოვა მოხუც, ერთგულ მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს. მთავრის ქალიშვილის ავტობიოგრაფიული, თანმიმდევრული თხრობა უკვე ხანდაზმულ ასაკში არა წარსულისგან თავის დაღწევის, არამედ დროის გადასახედიდან წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობაა და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით. გადაცემაში „სახლისკენ“ ახალი წიგნის შესახებ მთარგმნელმა, ისტორიის დოქტორმა მაია ცერცვაძემ ისაუბრა.