#სახლისკენ - „ქალთა ეროვნული ლიგა“ - ახალგაზდების გაერთიანება სახელმწიფოს განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის შემადგენლობაში დაფუძნებული „ქალთა ეროვნული ლიგის“ მიზანია ახალგაზრდა ქალებს ლეგიონის საქმიანობისა და სახელმწიფოს განვითარება-უსაფრთხოებისათვის საჭირო უნარების შეძენაში დაეხმაროს, წაახალისოს ისინი ამ სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, დაეხმაროს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ოჯახების ცნობიერების ამაღლებაში, მოამზადოს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისათვის, ასწავლოს საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო გეგმის შედგენა, სამოქალაქო მზადყოფნა, ასევე მისცეს მათ კრიზისის დროს საჭირო სპეციფიკური ცოდნა;
ამ მიზნებისთვის „ქალთა ეროვნული ლიგა“ პერიოდულად ჩაატარებს თემატური და სპეფიციკური კრიზისების მართვის კურსებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, ასევე სამოქალაქო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ოჯახებისთვის.
სტუმრები: ანა ბრელიძე და თამარ მიხელიძე, „ქალთა ეროვნული ლიგის“ თანადამფუძნებლები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: