ქართული პროფესიული თეატრის საძირკველში „ჩაყოლებული“ გენდერული თანასწორობა, ქალები ადრეულ პროფესიულ სცენაზე და ფართო საშემსრულებლო დიაპაზონის პარალელურად „დაბადებული“ სამსახიობო ამპლუა; საგანგებოდ ქართველი მსახიობი ქალებისთვის დაწერილი პიესები, ან როლები და „თამამი სცენები“ თარგმნილი უცხოური დრამატურგიიდან; მე-20 საუკუნის ქართული თეატრისა და კინოს ქალების ვარსკვლავური პლეადა და გავლენიანი დიდი ქართველი მსახიობი ქალები; რეჟისორის პროფესიის გენდერული ასპექტები ქართული თეატრისა და კინოს დროის შკალაზე; სესილია თაყაიშვილის უპირობო პოპულარობის საიდუმლო და ეკრანულისგან განსხვავებით სცენაზე შექმნილი მრავალფეროვანი ხასიათები; მეზობლის ბინაში გაფუჭებული ტელეფონის წყალობით საკუთარი სახლის ყურმილში შემთხვევით მოსმენილი სესილია თაყაიშვილი „უჩეულო ამპლუაში“.
სატელეფონო ჩართვა – გოგა ჩართოლანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასკომუნიკაციების მიმართულების პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: