საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის ფარგლებში „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) მხარდაჭერით შემუშავებული პროგრამები, რომლებიც დამსაქმებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული, სტუდენტებისთვის სწავლის პარალელურად შრომის ანაზღაურებასაც გულისხმობს, კომპანია კი დასაქმებას სთავაზობს.
სტუმრები – მარიკა ზაქარეიშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტი,
დათუნა რაქვიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს კვალიფიკაციების და პარტნიორობის განვითარების გუნდის ლიდერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: