გენდერული სტერეოტიპები სხვადასხვა კულტურულ-ეთნიკურ საზოგადოებებში და გენდერული სტერეოტიპები პროფესიებში; მოძრაობა „ცვლილებებისთვის“ და კამპანია „პროფესიას აქვს გენდერი“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში პროფესიებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში და კაცების ჩრდილიდან გამოსვლაში ეხმარება ქალებს; პირველი ქართველი ქალები ავტომექანიკოსისა და რბილი ავეჯის ტექნოლოგის პროფესიებში, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ არსებული წნეხის მიუხედავად შეუპოვრად ცდილობენ პროფესიების შესწავლას; გაეროს ქალთა ორგანიზაციის როლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროფესიებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში და ქართული კომპანიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ გენდერული სტერეოტიპების გადალახვაში.
სტუმარი – ნათია კობერიძე, მოძრაობა „ცვლილებებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი, კამპანია „პროფესიას არ აქვს გენდერი“
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: