პროფესია, რომელიც უამრავ რისკს უკავშირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთხელ შეხებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მისით „დაავადდე“. საქართველოში არსებობს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ალპინიზმის მოყვარულ ადამიანებს. ფედერაციის სურვილია მოუწოდონ ახალგაზრდებს, რომ შეეხონ ამ სილამაზეს, გაეცნონ საკუთარ ქვეყანას, ეზიარონ ამ მამაცურ პროფესიას და იყვნენ ძლიერები და ჯანმრთელები. გადაცემას „სახლისკენ“ ეწვივნენ გივი ქართველიშვილი – მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მრჩეველ-კონსულტანტი, ალპური კლუბის დირექტორის მოადგილე და რამაზ შენგელია – ექიმი, აკადემიკოსი, ივანე ჯაფარიძე – ჟურნალისტი, მთამსვლელი.