#სახლისკენ - პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები გამოცხადდა – 2019-2020 სასწავლო წელი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული ცვლილებების შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა – ეკა ხუციშვილმა ისაუბრა.