#სახლისკენ - პირველი არხის ახალი პროექტი - მულტიფუნქციური პლატფორმა „პირველი არხი - სცენა”
ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს. პანდემიის გამო სახელოვნებო სფერო მოწყვეტილია შესაძლებლობას, ისარგებლოს გამოხატვის ჩვეული ფორმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი მას ონლაინ სივრცეში სთავაზობს ალტერნატივას, რომელიც, ერთი მხრივ, უკვე არსებული აუდიტორიის შენარჩუნებაში დაეხმარება, მეორე მხრივ კი, საშუალებას მისცემს, მოიზიდოს სრულიად ახალი სეგმენტი. „პირველი არხი – სცენა“ ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ბილეთების საშუალებით დაესწრონ სპექტაკლების, კონცერტების და სხვა წარმოდგენების ტრანსლაციას, გამოფენებს, დაათვალიეროს მუზეუმები და ა.შ. ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზებს ქართული კულტურის არქივს. ხელს შეუწყობს ახალი სახეების აღმოჩენას. აგრეთვე, ქართული კულტურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა. პირველი ლაივ კონცერტი 28 თებერვალს შედგება, „ჯაზი და მისი საუკეთესო შემსრულებლები“– JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანნა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია პორტალზე https://1tvscena.ge/
სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: