პიკის საათი - 12.07.2023
პიკის საათი - 12.07.2023

1) The Synchromesh – პროექტი რადიოთეატრით დაინტერესებული ადამიანებისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო  რადიოთეატრის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პროექტს, The Synchromesh იწყებს, რომელიც რადიოს ერთ-ერთი უძველესი ჟანრის, რადიოთეატრის პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება.

The Synchromesh-ი ტრანსნაციონალური პროექტია და რადიო აუდიოდრამის სფეროში კარიერით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, ირლანდია, ალბანეთი, უნგრეთი, იტალია, უკრაინა და რუმინეთი.

რესპონდენტები: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, მელანი ნოკი, ჯონათან ბალათლავა – პროექტის The Synchromesh წარმომადგენლები,

ზურაბ კანდელაკი – რეჟისორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში“

„სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში“ ესპანელი მწერლის, გამომცემლისა და მთარგმნელის ვალერია მაილსის საჯარო ლექციაა ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებისა და თარგმანის ხელოვნების შესახებ.

ეს არის უცნობი წიგნით შეპყრობილი გოგონას ამბავი, რომლის წრეც „ფუნესის მეხსიერება“-სთან  შეიკრა და სპირალისებურად დაეშვა ბორხესის მკითხველ-მთარგმნელობისკენ.

ეს არის 800 გვერდიანი წიგნი ბორხესის შესახებ, რომელსაც ინგლისურენოვანი მკითხველი 2024 წელს იხილავს და ანგელოზების ენით შემოწერილი წრეწირი, რომლის ცენტრიც 11 ივლისს ხორხე ლუის ბორხესი იყო.

რესპონდენტები: ვალერია მაილსი, ლანა კალანდია.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „ფოლადის მაგნოლიები“ – გოგონა, რომელიც სწავლის უფლებისთვის იბრძოდა

„წიგნები და კალმები ყველაზე ძლიერი იარაღია. ერთი ბავშვი, ერთი მასწავლებელი, ერთი წიგნი და ერთი კალამი მთელ მსოფლიოს შეცვლის…“ – ეს სიტყვები 16 წლის მალალა იუსუფზაიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა, გოგონამ, რომლის მოკვლაც თალიბანმა სცადა.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

 

4) პროდუქტიულობის მარათონი

– რა არის და როგორ ვზომავთ პერსონალურ პროდუქტიულობას;

– რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ პერსონალური პროდუქტიულობა.

21 დღე და 21 დავალება ყველასთვის, ვისაც პერსონალური პროდუქტიულობის გაზრდა სურს.

რესპონდენტი: მარიკა მჭედლიძე – ტრენერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ 

4, 5, 6 სექტემბერს, ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ აჭარის მაღალმთიანეთში წელს მეთერთმეტედ გეპატიჟებათ. ფესტივალი ლიტერატურის, თავგადასავლების, სიყვარულის, შთაგონების, შემეცნების და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებას იძლევა.

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის აჭარაში ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და რეჟისორები ჩამოვლენ. ფესტივალი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

რესპონდენტი: ვახტანგ ბერიძე – ფესტივალის დამფუძნებელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: